ზუგდიდში 5 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მიზეზად მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე შპს „ფაიფერის“ მიერ გაზსადენის ცენტრალური მილის დაზიანება სახელდება. შემთხვევის გამო, სისტემა ავარიულად გაითიშა.
„სოკარ-ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, აბონენტებს გაზის მიწოდება დღის განმავლობაში აღუდგებათ.