19 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"ყველას განწყობა არის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები" - მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტრის შესახებ  

ჯვრის მონასტრის გახსნას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის შესახებ კულტური მინისტრმა განცხადება გააკეთა.  

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს ტერიტორიის მოწესრიგებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.  

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები, რომელსაც ტურისტები და მომლოცველები ხშირად სტუმრობენ, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული უნდა იყოს.

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან მუშაობა დაწყებულია უკვე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავს, თუ როგორ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ქალაქშიც ბევრ ადგილას გვაქვს ქაოტური ადგილები, რომელიც სასწრაფო რეჟიმში საჭიროებს მოწესრიგებას, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველას მზაობაა ამისთვის, ყველას განწყობა არის იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობთ, რაც მთავარია მზაობიდან გამომდინარე, უნდა შევთანხმდეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც, პირველ რიგში, როგორც ტურისტების, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ჩვენც ესეთ წერტილებს საკმაოდ ხშირად ვსტუმრობთ, უნდა იყოს მოწესრიგებული,“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დროებით შეწყდა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები