19 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
უფასო სასადილოები, სკოლებსა და ბაღებში სანიტარული პრობლემები - ლომჯარიას მოხსენება პარლამენტში

უფასო სასადილოები სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ბევრი ადამიანი სარგებლობს უფასო სასადილოებით, რაც იმას მიანიშნებს, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„უფასო სასადილოებზე მოთხოვნა კვლავ მაღალი არის. ყველა მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, არ არსებობს ასეთი მომსახურება. ხოლო იქ, სადაც არის უზრუნველყოფილი, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ირიცხება მომლოდინეთა სიებში საჭიროებისა და სურვილის მიუხედავად,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე მოხვდა რეგიონებში არსებული სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულებით არსებული პრობლემები. 

„გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, სკოლის სანიტარული ობიექტები მოქმედი სრულად, ტექნიკურად გამართული და სუფთა 108 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 18 საჯარო სკოლაში იყო, რომელიც 16 პროცენტს შეადგენს სკოლამდელი განათლების მთავარ გამოწვევად კვლად რჩება საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, აღმზრდელთა კვალიფიკაცია, დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგების საკითხი. არასაკმარისია საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები