19 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს იმიჯს, როგორც ასეთი მოსამართლეების უპასუხისმგებლო, კომიკური განცხადებები“ - ბესელია მეთოფიშვილს პასუხობს

იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ბესელიას დიქტატორი უწოდა.

ბესელიამ დღეს მეთოფიშვილის განცხადებებს უპასუხა და თქვა, რომ მეთოფიშვილი თავად ანგრევს სასამართლოს იმიჯს.

„ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი კომიკური გამონათქვამების გამო, როგორიც არის მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს და კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო და ენერგია დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვისაც ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს იმიჯს, როგორც ასეთი მოსამართლეების მსგავსი უპასუხისმგებლო კომიკური განცხადებები,“-ამბობს ბესელია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ეკა ბესელიას აკრიტიკებს.

გასულ კვირას მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია და მისი გუნდის წევრები სასამართლოს საქმეებში ერევიან და უზენაეს სასამართლოში განსამწესებელ მოსამართლეთა სიის დაწუნება იმის დასტურია, რომ ბესელიას სასამართლოს "ჯიბეში ჩასმა" და სასამართლოში მისთვის სასურველი მოსამართლეების დამტკიცება სურს.  

დღის ამბები