19 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
პროკურატურის ორგანოები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან - თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოზე

საპროკურორო საბჭოს ახალი ხელმძღვანელის არჩევას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აფასებს. მინისტრის განცხადებით, საბჭომ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა და დღევანდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩია. წულუკიანი ამბობს, რომ დღეს რეფორმის 5 წლიანი პროცესი ბოლომდე მივიდა. 

„საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან. მე მინდა მივულოცო თითოეულ პროკურორს, საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ 5-წლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე, ჩვენ ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით ბოლო საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ისე, როგორც ეს მიგვითითა კანონმა და კონსტიტუციამ ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები