26 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

დიდ დიღომში მომხადრი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. დაშავებულების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ისინი საავადმყოფოებში იმყოფებიან. დაშვებულებიდან 6 ბავშვია.

დავით სერგეენკოს თქმით, ხვალისთვის დაანონსებული მთავრობის სხდომა აღარ ჩატარდება. 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები