დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება სწავლობს. ექსპერტები ადგენენ იმ კორპუსების მდგრადობას, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა.
ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ვიდრე კორპუსის მდგრადობის შესახებ დასკვნა გაიცემა, ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს დედაქალაქის მთავრობა უზრუნველყოფს.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს და მის დასრულებამდე შეფასებებს ვერ გააკეთებს.
„პირველადი მონაცემებით, თვითონ მდგრადობის კუთხით აღნიშნულ კორპუსს პრობლემა არ აქვს, თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნებს. გამგეობას მიმართული აქვს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი დასკვნებიც, ამის შემდეგომ გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები თუ რა იქნება თვითონ კორპუსთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებ კონკრეტული კომპანიების ან პირების დადანაშაულებისგან, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება,“- ამბობს ირაკლი ბენდელიანი.