26 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე - Human Rights Watch-ის ანგარიში

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში და მოკლული 19 წლის ახალგაზრდა - Human Rights Watch-ის ანგარიშში თემირლან მაჩალიკაშვილის ამ დრომდე გაუხსნელი საქმე მოხვდა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია მომხდარის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი უარყოფს, რომ ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა.

Human Rights Watch ანგარიშში აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი და ასევე, არ აქვთ საქმის მასალებზე წვდომა.

„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელ ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ დაიწყო მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები