19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
კალაძე: მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. ამ რეპლიკით კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას უპასუხა.

ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- ამბობს დედაქალაქის მერი.

დღის ამბები