აფეთქება დიდ დიღომში - ოპოზიციის კრიტიკას პრემიერი პასუხობს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერმა ოპონენტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე სათანადო პასუხი გასცა, როდესაც შენობის ესპლუატაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.
„თავის დროზე ტექნიკური რეგლამენტების ასეთმა გაუქმებამ შექმნა ძალიან საშიში ვაკუუმი და ეს არის ფაქტი,“ - ამბობს ბახტაძე.
ბახტაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აგრძელებს ახალი რეგლამენტის და უსაფრთხოების ნორმების დახვეწას.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ. უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს ამის გამოძიება, მათ შორის, იმ პირთა დადგენა, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეს კავშირი ტრაგედიასთან,“ - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.