19 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
საკითხის გადადების და კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილებაზე მონოპოლია გუნდის რომელიმე ცალკეულ წევრს ვერ ექნება - თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე 

საგაზაფხულო სესიაზე საკითხის გადადების, ასევე პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილებაზე მონოპოლია გუნდის რომელიმე წევრს ვერ ექნება - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საკითხზე მმართველი გუნდი ერთიანად შეთანხმდა. მისივე განცხადებით, მიღებულ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების“ ყველა წევრი ეთანხმება.

„ორივე გადაწყვეტილება, ეს  იყო საგაზაფხულო სესიაზე საკითხის გადადების, ასევე პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და როგორც გითხარით, რომელიმე ცალკეულ ნებისმიერ წევრს ჩვენი გუნდიდან, ამ გადაწყვეტილებებზე მონოპოლია ვერ ექნება. ეს მე ვთქვი ადრეც, დღესაც იგივე აზრზე ვარ და არა მხოლოდ მე, არამედ გუნდის ყველა წევრი იზიარებს ამ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები