09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ქალაქ კობანიზე ავიაიერიშები გრძელდება

ისლამისტები სირიაში უკან იხევენ. კოალიციამ ავიადარტყმები გააქტიურა და ტერორისტებმა სტრატეგიული პოზიციები დათმეს. გასული 24 საათის განმავლობაში სამხედრო თვითმფრინავებმა 20-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელეს ქალაქ კობანიზე, რომლის აღებასაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ერთი თვეა ცდილობენ.

სირიისგან განსხვავებით, მათ წარმატებებს მიაღწიეს ერაყში. მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს ქვეყნის უდიდესი სამხედრო ავიაბაზა და შეტევის დასაწყებად ემზადებიან. ბაღდადიდან ისინი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არიან დაშორებული.

დღის ამბები