09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საფრანგეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტია ლიდერობს

საფრანგეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტია ლიდერობს.

ბიულეტენების ორი მესამედის დათვლის შემდეგ ეროვნული მოძრაობის კავშირმა ხმათა 36 % მიიღო.

მეორე ადგილზე 26 პროცენტით მარი ლე პენის ეროვნული ფრონტია.

სოციალისტების მმართველ პარტიას კი მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 20-მა პროცენტმა დაუჭირა.

ნაციონალისტების ლიდერმა ლე პენმა უკვე გააკეთა განცხადება პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის გადადგომის შესახებ, რადგან მისმა პარტიამ ხალხის ნდობა ვერ დაიმსახურა.

დღის ამბები