28 ივნისი 2024,   01:07
ვრცლად
Buzzfeed-ის ინფორმაცია ტრამპის ადვოკატის ჩვენებაზე არასწორია - მიულერის ოფისი

აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიუელერის ოფისმა "არასწორი" უწოდა BuzzFeed-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა თავის ადვოკატს მითითება მისცა, კონგრესისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა მოსკოვში მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების ვადებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

„სპეცპროკურორის ოფისის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ჩვენებების აღწერა, რომელიც მაიკლ კოენს ეხება, სწორი არ არის,“ - ნათქვამია მიუელერის ოფისის განცხადებაში.

 

დღის ამბები