13 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებები მოქალაქეებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან

შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დავით სერგეენკო, წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო.

განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება.

სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

 

დღის ამბები