პარლამენტთან აქციის მონაწილეები შეკრებას იწყებენ - ადგილზე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც მთავრობის გადადგომას ითხოვს.
"ყველა ხელისუფლება, რომელიც იმუქრებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, ჩაიბარა ისტორიამ. ასე ჩაიბარებს ამ რეჟიმს და მათი მუქარით სავსე მინისტრებს ისტორია და ეს მოხდება ძალიან მალე.
გადადგეს მთავრობა, დაიშალოს საპარლამენტო უმრავლესობა, შეიქმნას ტექნიკური დროებითი არაპარტიული გარდამავალი მთავრობა, რომელიც მოამზადებს არჩევნებისთვის საფუძვლებს, ხოლო არჩევნები ჩატარდეს ევროკავშირის ეგიდით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.