16 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
7 ოპოზიციური პარტია პროტესტს მხოლოდ კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში შეწყვეტს - ოპონენტების სტრატეგია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არ უკვირთ

"ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ ექვსი ოპოზიციური პარტია პროტესტს მხოლოდ კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში შეწყვეტს. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სადავო მუხლების შესაძლო გადახედვის შესახებ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს. პოლიტიკური ძალები შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ "ქართული ოცნების" უკანდახევაში ხედავენ.

ოპონენტების სტრატეგია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არ უკვირთ. პარლამენტის სპიკერმა შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება, დღეს მორიგ აღიარებად შეაფასა. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ისინი, რეალურად, საკუთარი ლობისტების დირექტივების მიხედვით მოქმედებენ. თემას დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ლიდერების თქმით, რა ფორმას მიიღებს პროტესტი, მეტწილად, დასავლელი პარტნიორების პოზიციაზეა დამოკიდებული.

კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში მმართველი გუნდის მხრიდან სადავო პუნქტების შეცვლის იმედი არ აქვთ, თუმცა განმარტავენ, რომ ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, მათთვის მისაღები იქნება.

ოპოზიციას ქვეყანაში სტაბილურობა არ სურს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება ოპონენტების პოლიტიკურ ულტიმატუმზე. კანონმდებლების აზრით, ოპონენტების დიდი ნაწილი მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანასა და, ამ გზით, დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტი ორშაბათიდან დაიწყებს. სადავო კანონის წინააღმდეგ თბილისში, რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება.

დღის ამბები