დავინახე, სპეცრაზმელები ჰყავთ მობილიზებულები, გავიგე. გვცემენ ამაღამაც? ფიზიკურად ვერ გაუძლებს უბრალოდ, ძალიან ბევრნი ვართ, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი.
პოლიტიკოსის თქმით, აქციის მონაწილეებს საკუთარი პროგრამა აქვთ და ქართველების გენოციდზე ფილმის ჩვენებას აპირებენ.
"მოტანილი გვაქვს ეკრანი, დინამიკები გვაქვს და გვაქვს ჩვენი პროგრამა. ვაჩვენებთ იმ ფილმს, რომელიც კონგრესში ვაჩვენეთ, ქართველების გენოციდის შესახებ. ახლა ხალხს მიჰყავს თვითონ პროცესი და ეს არის ჩვენი საშველი. რასაკვირველია, იქნება წინააღმდეგობა, ოღონდ ხელისუფლებას ვურჩევ, რომ ხომ ხედავს პროპორციას, როგორია, ზღვა არის ხალხის გარეთ გამოსული და ეს ზღვა ხალხი მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არის სამართლიანი. რამდენი კანონის მუხლითაც არ უნდა იხელმძღვანელონ, ამას ყურადღებას არავინ არ მიაქცევს და ვერ გაუძლებს ეს ხიშტები.
დავინახე, სპეცრაზმელები ჰყავთ მობილიზებულები, გავიგე. გვცემენ ამაღამაც? ფიზიკურად ვერ გაუძლებს უბრალოდ, ძალიან ბევრნი ვართ," - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.