რა გეგმები აქვთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც რუსთაველზე აქციას მართავენ - როგორც, "კურიერთან" საუბრისას, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო დოლიძემ აღნიშნა, მომიტინგეები არანაირი ბლოკირება არ იგეგმება. მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საკუთარი ხმა და მოთხოვნა გააგონონ.
"ჩვენი ერთადერთი სათქმელი და მოთხოვნა არის, რომ ეს "რუსული კანონი" არ უნდა იქცეს კანონად. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის შემაფერხებელია. ამიტომაც, ჩვენ ამ პროტესტს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება, ვაგრძელებთ.
ჩვენ აქ ვიდგებით მშვიდობიანად, არანაირ სხვა რამეს არ ვაპირებთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ გაიგონონ ჩვენი ხმა, სანამ ისინი გადაწყვეტენ კომიტეტზე შევიდნენ და მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს. ჩვენი ერთადერთი სურვილია, მათ იგრძნონ, გაიგონ ქართველი ხალხის ხმა," - ამბობს ნინო დოლიძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ.