16 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებს.

"პარლამენტარს აქვს პარლამენტის შენობაში ნებისმიერ დროს შესვლისა და მუშაობის უფლება. აბსოლუტურად უკანონოა, ახლა რაც ხდება - პარლამენტის შენობაში არ უშვებენ დეპუტატებს. კოლეგებს შევთავაზე, ყველა ერთად შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ პარლამენტში შესვლა. ", - თქვა ვაშაძემ "კურიერთან" საუბრისას.

ვაშაძემდე, პარლამენტში შესვლა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ, ამ ეტაპზე, ამას ვერ შეძლებს.

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ. სამართალდამცველებმა პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.

დღის ამბები