28 ივნისი 2024,   00:48
ვრცლად
პოლონეთში დღეს გდანსკის მერს დაკრძალავენ

პოლონეთში დღეს გდანსკის მერს დაკრძალავენ. ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

53 წლის პაველ ადამოვიჩი რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო კონცერტის დროს მოკლეს.

პოლიტიკოსის დაკრძალვის ცერემონიამდე, გდანსკში სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.

ადამოვიჩის ცხედარი მოძრაობა სოლიდარობის მუზეუმიდან გამოასვენეს, რის შემდეგაც ქუჩებში მსვლელობა მოეწყო.

მოკლული მერის ხსოვნას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო.

პაველ ადამოვიჩს გდანსის მერის პოსტი 1998 წლიდან ეკავა.

დღის ამბები