19 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
უკანონო შემოწირულობები საარჩევნო პერიოდში - აუდიტის სამსახური "ევროპული საქართველოსა" და ენმ-ის დაჯარიმებას ითხოვს

უკანონო შემოწირულობებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დაჯარიმებას სასამართლოში ითხოვს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოსავალი 25 მილიონ ლარს აჭარბებს. გაწეული ხარჯი კი დაახლოებით 24 მილიონი ლარია.

ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ხარჯებს და შემოსავლებს მოიცავს.

აუდიტის სამსახურმა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა პარტია ევროპულ საქართველოს - 103 ათასი ლარი.  უწყება ევროპულ საქართველოს მოძრაობა თავისუფალი საქართველოს მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენებას ედავება.

ნაციონალურ მოძრაობას კი აუდიტის სამსახურმა 73 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური ხელისუფლების ხელში სადამსჯელო იარაღად იქცა და მაშინ, როდესაც საარჩევნოდ საკმაოდ მძიმე დარღვევები იყო, ამაზე რეაგირება უწყება თვალს ხუჭავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი, ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს რეალურ და საკმაოდ მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით რეაგირება არ  მოუხდენია.

მელიქიშვილს ამის ერთ-ერთ მაგალითად, ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთებული შემოწირულობა მოჰყავს.

„აუდიტის სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ იძიებდეს მართლაც კონკრეტულ დარღვევებს, რომლებიც უშუალოდ მაგალითად ეხება მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, უშუალოდ ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და ამაზე იმაღლებდეს ხმას, ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების პერიოდში, ყველა რაიონში 100 ათასობით ლარის ერთჯერადი გაცემის ფაქტები ფიქსირდება უშუალოდ ოცნების მხარდამჭერებთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, რომ ამას იძიებდეს... ისინი დაკავებულები არიან უშუალოდ ოპოზიციის მხარდამჭერების დევნით, ოპოზიცის შემომწირველების დევნით,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

აუდიტის სამსახურს შერჩევითი სამართლის გამო აკრიტიკებს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურს ქართული ოცნების და სალომე ზურაბიშვილის შტაბის მხრიდან გამოვლენილი დარღვევები არ შეუმჩნევია.

„აუდიტის სამსახურმა არ შეიმჩნია ღია მოსყიდვა ამომრჩევლების, როდესაც გამოცხადებული იყო ვალების ჩამოწერა გაგანია საარჩევნო კამპანიის დროს, არ შეიმჩნია ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხარჯი მთლიანად აიღო ქართულმა ოცნებამ, მაგრამ რატომღაც შეიმჩნია ჩვენ მიერ ჩვენი პარტნიორი პარტიის ოფისების გამოყენება და ეს რა თქმა უნდა, შერჩევითი სამართალია, დააზარალებს თუ არა პარტიას? რა თქმა უნდა, დააზარალებს, მაგრამ ხელს ვერ შეუშლის ჩვენს საქმიანობას,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

აუდიტის სამსახური ქართული ოცნებისგან 200 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს. საუბარია სოციალურ ქსელში განთავსებულ რეკლამაზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა უკანონოდ ჩათვალა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უკანონო შემოწირულობის მიღებისთვის აუდიტის სამსახური მის დაჯარიმებას მის 67 ათასი ლარის ოდენობით ითხოვს.

აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილ სამართალდარღვევებში მოხვდა ორგანიზაცია არა ნაციზმის მიერ რუსთაველის გამზირის N34-ში ნაქირავები ოფისის დაქირავებისთვის დახარჯული თანხები. სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძესთან ოფისში მისულ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა  მიაყენეს. 

დღის ამბები