28 ივნისი 2024,   00:45
ვრცლად
მექსიკაში ნავთობსადენი აფეთქდა - დაღუპულია 21 ადამიანი

მექსიკაში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა იადალგოს რეგიონში მოხდა, სადაც ნავთობსადენი აფეთქდა.

შედეგად, ადგილზე მასშტაბური ხანძარიც გაჩნდა, რომელსაც ამ დრომდე აქრობენ. დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ადამიანები კონტეინერებს საწვავით ავსებდნენ.

რამ გამოიწვია მილსადენზე გაჟონვა, ჯერჯერობით უცნობია.

ტრაგედიის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, არ მოიპარონ საწვავი, რადგან ეს არა მარტო არალეგალური, არამედ სახიფათოა.

დღის ამბები