26 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ახალი 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ახალი 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერი დაესწრო.

მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი საბაგირო მონაკვეთის გახსნა ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის სასარგებლო იქნება.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას. ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა. თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა,“ - განაცხადა პრემიერმა.

ახალი საბაგირო გზის გახსნაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, იმყოფებოდა. მისი თქმით, კობში საბაგიროს განთავსება ინვესტიციებს მოიზიდავს და სასტუმროების მშენებლობა დაიწყება. 

დღის ამბები