19 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი - ნიკა მელია გეგეშიძის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯომარემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "შაბათის კურიერში" ექსკლუზიური კადრები გავიდა. საუბარია სპორტის სასახლეში გადაღებულ ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ ზონდერი გეგა გეგეშიძე გადადგეს და უახლოეს დღეებში იქნას მართლმსაჯულების წინაშე წარდგენილი. გუშინ მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ კიდევ ერთხელ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ხელისუფლების მიერ შექმნილი და მათ მიერვე კონტროლირებადი ზონდერები კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომელთა ანგარიშზე მოდის არა ერთი სისხლიანი დარბევა. ვინაიდან ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ აქვს მიტაცებული ქვეყნის მართვის ბერკეტები, ეს ადამიანები არა თუ არ არიან დასჯილები, პირდაპირ იმართებიან ხელისუფლების მიერ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეომასალის არსებობის მიუხედავად, გეგა გეგეშიძე სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.

ნიკა მელიამ კორცხელის ინციდენტი გაიხსენა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძმას, ვლადიმერ გეგეშიძეს კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემაში ადანაშაულებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები