09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო ბესლანის ტრაგედიის ოჯახის წევრების სარჩელს განიხილავს

სტრასბურგის სასამართლომ ბესლანის ტრაგედიის განხილვა დაიწყო. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ღია მოსმენებზე კოლექტიურ სარჩელს განიხილავს, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ნათესავებმა მოამზადეს.

ისინი რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს და ხელმძღვანელ პირებს ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ადამიანის უფლებათა დარღვევაში სდებენ ბრალს.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ 2004 წლის სექტემბერში სამართალდამცველებისთვის ტერორისტების განადგურება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სკოლაში დარჩენილი ათას 128 მძევალისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. სამდღიანი ტყვეობისა და შტურმის შედეგად, 334 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 186 ბავშვი იყო.

დღის ამბები