26 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
სკრიპალების საქმე - ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

სკრიპალების საქმის გამო, ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა. შავ სიაში სულ 9 ადამიანი და ერთი ორგანიზაცია შეიყვანეს, მათ შორისაა ის პირები, რომლებსაც ორგანიზაციის შეფასებით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ნეირო-ტოქსიკური ნივთიერების შენახვა, ტრანსპორტირებასა და გამოყენებაზე.

გავრცელებული ცნობით, 4 პირი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, დანარჩენები კი სირიის მოქალაქეები არიან. შავ სიაში შეყვანილებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ.

ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მარტში მოწამლეს.

დღის ამბები