28 ივნისი 2024,   01:07
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტობის მსურველთა შორის ერთ-ერთი ქალია

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო. პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი უკვე ორმა კანდიდატმა გამოთქმა, მათ შორის ერთ-ერთი ქალია.

54 წლის კამალა ჰარისი დემოკრატი სენატორია კალიფორნიის შტატიდან. მან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა და პირველივე განცხადებაში დონალდ ტრამპის საგარეო და საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.

კამალა ჰარისი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკის ტვიტერით წარმოება დაუშვებლად მიაჩნია, ისევე როგორც ემიგრანტების წინააღმდეგ ინიცირებული რეგულაციები. კამალა ჰარისი თავად არის ემიგრანტების ოჯახიდან და წლების განმავლობაში კალიფორნიის შტატის მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. მან პოპულარობა სენატში გამართული მოსმენების დროს ბრეტ კავანოსა და ჯეფ სეშენსისთვის დასმული კრიტიკული შეკითხვების შემდეგ მოიპოვა.

დღის ამბები