გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების - ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ორივე მათგანს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს.
პროცესზე ინციდენტის მონაწილე პოლიციელები იკითხებიან.