03 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
მელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოშო 31 იანვრისთვის გადაიდო

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოშო 31 იანვრისთვის გადაიდო.

მოსამართლე დევი დევიძემ მტკიცებულებების გამოსაკვლევად დრო ითხოვა.

მანამდე სასამართლოში შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოფაილები გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც, პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერები მათი მისამართით ძალას იყენებდნენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

პროცესზე, რომელსაც ნიკა მელია და მისი ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი, ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს არც ფაილშია ასახული.

მელიას შეფასებით, ეს ცრუ ბრალდებაა და შსს-ს მხრიდან პოლიტიკური ნიშანი იკვეთება.

ორივე ორივე ოპოზიციონერს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით, 1000 დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს.

პროცესზე პოლიციელიელების მოწმის სახით გამოკითხვაც მოხდა, რომლებიც უშუალოდ ინციდენტის დროს სამსახურეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზურა ბერიკაშვილიც, არის.

 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები