19 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია - აშშ-ს ელჩი საქართველოში

"ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს ჰუმანიტარული კრიზისი და იმედი გვაქვს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება," - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

უკვე დაახლოებით 3 კვირაა, დაკეტილია როკის გვირაბი და ასევე ენგურის ხიდი. ორივე რეგიონში მოსახლეობა პანიკაშია. მათ საკვები და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.

„ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას და არ გვაქვს მათთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია და იმედი გვაქვს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება,”- აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს იულსონი

დღის ამბები