03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
გაზის ძლიერი აფეთქება და დაშავებული თბილისში

ძლიერი აფეთქების შედეგად ნავთლუღში მცხოვრები არტურ მიქოიანი დაშავდა. იგი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა რასაც ბარაკის ტიპის სახცოვრებელი სახლის მთლიანი ნგრევა მოჰყვა.

მაშველებმა ის ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

როგორც მიქოიანმა მაშველებს განუცხადა აფეთქების დროს სახლში მის გარდა არავინ არ  იმყოფებოდა.

აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით უცნობია რა იყო შემთხვევის მიზეზი. მაშველები ვარაუდობენ რომ უბედური შემთხვევა გაზმა გამოიწვია.

როგორც „კურიერთან“ საუბარში სამაშველო სამსახურის უფროსმა კობა ბრეგვაძემ განაცხადა დაშავებულია მხოლოდ ერთი მამაკაცი და აფეთქებას მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არ დაუზარალებია. მისივე თქმით დაზიანდა გვერზე მდებარე ბარაკის კედელიც, რომელიც ჩამონგრეულ სახლთან ახლოს იყო. 

დღის ამბები