28 ივნისი 2024,   00:56
ვრცლად
ათენში საპროტესტო აქცია არეულობით დასრულდა

ათენში საპროტესტო აქცია არეულობით დასრულდა. რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში მაკედონიის სახელწოდების შესახებ შეთანხმებას აპროტესტებდა.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ სამართალდამცველებს ქვები და ცეცხლმოკიდებული საგნები დაუშინა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული პარლამენტის შენობასთან, სადაც მეზობელი მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობდა.

საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის სახელწოდების შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა კიდევ ერთი დღით გადადო.

დღის ამბები