16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ხარვეზები საპრეზიდენტო არჩევნებზე და მზადება 2020 წლისთვის - "რუსთავი 2"-ის ეგიდით მრგვალი მაგიდა იმართება 

ხარვეზები საპრეზიდენტო არჩევნებზე და მზადება 2020 წლისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატები და მედია მრგვალ მაგიდასთან იკრიბება.

ღონისძიება "რუსთავი 2"-ის ეგიდით იმართება. შეხვედრის მონაწილეები 2018 წლის არჩევნების პოლიტიკური შედეგებს გაანალიზებენ და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. შეხვედრის დროს ისაუბრებენ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე.

მრგვალი მაგიდაში მონაწილეობას 70-მდე ადამიანი იღებს, თუმცა შეხვედრას მიწვევის მიუხედავად არ დაესწრება მმართველი პარტია.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ შეხვედრის დროს გაანალიზებენ რა ხარვეზები და პრობლემები დაფიქსირდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გვარამიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებმა სწორედ ასეთი ტიპის ფორმატის ფარგლებში გაცვალონ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის ჩატარებით, რომელიც პირველად იმართება მედიის ეგიდით ამგვარი კონფერენცია, რომ გავიგოთ რას ფიქრობენ, როგორ გააანალიზეს 2018 წლის არჩევნები პოლიტიკურმა პარტიებმა და რას ფიქრობენ ისინი სამომავლოდ ანუ 2018 წლის არჩევნების ჭრილში, როგორია მათი ხედვა 2019 და განსაკუთრებით 2020 არჩევნების. ეს გვინდა, რომ ერთმანეთსაც მოუყვნენ არასამთავრობო სექტორმა და დიპლომატიურმა სექტორმაც გაიგოს და რაც მთავარია, მედიასთან მოხდეს კომუნიკაცია, რომ ჩვენ მზად ვიყოთ და ვიცოდეთ ერთგვარად, უკვე იანვარში დავიგეგმოთ იამზე, რა გველოდება პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი გამოწვევებზე მსჯელობის საჭიროებაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ არჩევნების დროს გამოვლენილ ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე, რადგან მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ დაფიქსირდეს.

„მე მინდა ასევე მსჯელობა გაიხსნას იმ ნეგატიურ კამპანიაზე, პოლარიზებაზე, იმ დისკრედიტაციის კამპანიებზე, რომელიც მიმდინარეობდა ამ გასული არჩევნების განმავლობაში, იმიტომ, რომ ეს შეიძლება სერიოზული გამოწვევა იყოს მომდევნო არჩევნებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები