19 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
„ყველაფერი არის კარგად" - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა განახლდა

როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა განახლდა. მართველი გუნდის დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა, საკუთარ პოზიციებს ბიძინა ივანიშვილს აცნობენ.

დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას შეძლებენ და გუნდიდან არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

შესვენების დროს დეპუტატების ნაწილმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს მცირე რეპლიკის სახით განუცხადა, რომ არავითარი კამათი არ მიმდინარეობს.

„ყველაფერი არის კარგად. არავითარი კამათი არ არის,“- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.

 

დღის ამბები