19 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ჯანსაღად" - ანრი ოხანაშვილი

"ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ჯანსაღად,“- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას გამოეხმაურა.

როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მართველი გუნდის დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა, საკუთარ პოზიციებს ბიძინა ივანიშვილს აცნობენ.

ოხანაშვილი არ აკონკრეტებს, დღევანდელ შეხვედრაზე შეაჯერებენ თუ არა დეპუტატები ერთიან პოზიციას. 

„ბატონი ბიძინა, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თვითონ გააკეთებს ამის შესახებ კომენტარს. მე თავს უფლებას არ მივცემ, მის ნაცვლად ვისაუბრო. მისი დამოკიდებულება საკითხებისადმი და ზოგადად, პროცესისადმი არის, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ჯანსაღად. აზრთა გამოცვლა-გამოცვლის რეჟიმში და უნდა იყოს გამჭვირვალედ წარმართული ეს პროცესი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები