28 ივნისი 2024,   01:01
ვრცლად
წყალდიდობა ინდონეზიაში - დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა.

ქვეყნის სამხრეთ რეგიონში საცავში წყლის დონემ მოიმატა და ჯებირებიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა ავტომობილებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიც წაიღო.

სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა დაკარგულთა ძებნა რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც ჩაერთვნენ.

დღის ამბები