26 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
ადამიანების კეთილდღეობა დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან - ოპოზიცია Heritage-ის კვლევაზე

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეკონომიკური ინდექსი სასამართლო სისტემაში არსებული რთული ვითარების ფონზე დამძიმდა.

„პირველ რიგში, იყო სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, სწორედ ეს გახლავთ ინდექსის რაოდენობრივი მაჩვენებლის შემცირების მთავარი ფაქტორი. მიუხედავად ამისა, რომელიღაცა სხვა ქვეყანა კიდევ უფრო გაუარესდა და საქართველო ნაცვლად მე-17 ადგილისა, გადავიდა მე-16 ადგილზე. ამიტომ შეიძლება ისეთი ინტერპრეტაცია, რომ აი, მეჩვიდმეტეზე ვიყავით, მაგრამ წინ წავიწიეთ ერთი ნაბიჯით - კი ეს ასეა, მაგრამ თავად ინდექსის მაჩვენებელი არის შემცირებული სასამართლო სისტემის ასეთი მდგომარეობის გამო,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, როგორი იქნება ქვეყანაში სასამართლო სისტემა, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ხელისიფლება ამ გარემოებას ვერ აცნობიერებს, ამიტომაც ის შესაცვლელია.  

„ანუ, მაცივრის სისავსე და ადამიანების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობასთან. აი, ეს არის მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს ხელისუფლება, რასაც ხელისუფლება არ მოგვცემს, რასაც ხელისუფლება არ გააკეთებს და ამიტომ არის ეს ხელისუფლება შესაცვლელი,"- ამბობს გიგი უგულავა.

დღის ამბები