მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს მიმართა და სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობაზე ისაუბრა.
ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლა დღეს დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საბჭოს არამოსამართლე წევრის გადაწყვეტილება იმ ვითარებას მოყვა, რაც მოსამართლეთა კონფერენციაზე შეიქმნა.
დღეს ყველა მოსამართლე ერთხმად ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს აკრიტიკებდა.
„როცა ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვისაუბროთ კონსტრუქციულად, თუ თქვენ არ მოგწონთ რაიმე კონკრეტული განცხადებები, მითხარით. მაგრამ მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი, ნამდვილად დავრწმუნდი ამაში... ეს არ არის ჯანსაღი პროცესი... მაინც ვიტოვებ დღეს იმედს, რომ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც არ საუბრობდნენ და დღეს არ უსაუბრიათ, მათ აქვთ განსხვავებული აზრი და დააფიქსირებენ ამ განსხვავებულ აზრს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.