19 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
იუსტიციის საბჭო ზღვარზე დგას, რომ თავისი ლეგიტიმაციები კითხვის ნიშნის ქვემოთ დააყენოს - ფოფხაძე

„იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, ზღვარზე დგას იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაციები კითხვის ნიშნის ქვემოთ დააყენოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გედევან ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ საუბრისას გააკეთა.

დეპუტატი მოსამართლეებთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბარობს და ამბობს, რომ მოსამართლეთა ნაწილი პოლიტიკურ სივრცეში გადასვლას ცდილობს. 

„მოსამართლეთა კორპუსი ცდილობს, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში. იუსტიციის საბჭომ ეს ნაბიჯები უკვე გადადგა, რაც არასწორი იყო თავისთავად და ახლა თუ მოსამართლეთა კორპუსი ცალკე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გადაწყვიტავს, არა მგონიამ ეს ნორმალური იყოს ქვეყნისთვის. მე მგონია, რომ იუსტიციის საბჭომ ფაქტობრივადმ ზღვარზე დგას იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაციები კითხვის ნიშნის ქვემოთ დააყენოს და ამაზე მათაც უნდა იფიქრონ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა არჩევაში მთავარი როლი პარლამენტმა უნდა შეითავსოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის საბჭოსმ ფაქტობრივად, არანაირი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნია საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, რომ ფუნქცია, მთავარი პოლიტიკური ფუნქცია აიღოს თავის თავზე პარლამენტმა და მთავარი ფაქტორი და არჩევაში ყველაზე წამყვანი როლის მატარებელი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იმართება,  სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან სიას. სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვს.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები