19 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა" - მიხეილ სააკაშვილის ღია წერილი

"დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა" - ღია წერილს ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტგამოცემაში აქვეყნებს. სტატიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის დეგრადაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამაგალითო დემოკრატია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდებოდა.

სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო 6 წლის განმავლობაში პუტინის საქმეს ემსახურებოდა, რომელიც, როგორც ტირანი - დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ებრძვის, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით და პროპაგანდის გავრცელებით.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიასთან ბრძოლა სწორედ რუსული მეთოდებით დაიწყო - კერძოდ დაიწყო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, მოსახლეობის დაშინება და არჩევნების ტოტალური გაყალბება.

წერილში ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამომრჩევლების დევნა და დაშინება, ოპოზიციის მომხრეები კი მტრებად შერაცხა.

აქვე სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა პუტინის მეთოდებით გააყალბა არჩევნები- საარჩევნო სიებში ე.წ. მკვდარი სულები შეიყვანა და დაბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები.

"როგორც რუსეთში, საქართველო იქცა ე,წ, "ჯიბის ოპოზიციური პარტიების" სახლად. პირდაპირ თუ არა პირდაპირ, ეს პოლიტიკური ძალები დემოკრატიის სატირული პერფორმანსში კუთვნილ როლს ასრულებენ,“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დღის ამბები