19 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"კობახიძისა და მურუსიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს" - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უნდობლობას უცხადებს. ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.

"ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს. ანუ ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს ფორმა. მე დღეს ვაპირებ, დავსვა კითხვა: ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ჩვენ ათასობით ლარს. ანუ დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ამ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეკითხვები აქვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილსაც. მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მსგავსი 10 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო იყო. მისივე თქმით ,საინტერესოა, რატომ ესწრება ამ შეხვედრას ლევან მურუსიძე, რომელიც არის რიგითი მოსამართლე და რატომ არ ესწრებიან მას სხვა მოსამართლეები. ნაზი ჯანეზაშვილის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატით ინტერესდება.

„ფორმატი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. თუ შესაძლებელი იქნება, რომ შედგეს თანამშრომლობა, გავაგრძელებ ჯგუფში მუშაობს,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები