26 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
რევაზ ლაღიძისთვის მოპარული "თბილისო" - ჯერი სკოტმა სიმღერა ინგლისურ ვერსიად აქცია

რევაზ ლაღიძის „თბილისო“ და მოპარული ნოტები - მუსიკის შექმნიდან 60 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ სიმღერას სხვა ისტორიაც აქვს. 60-იან წლებში „თბილისოს“ სხვდასხვა ენაზე შესრულებული ვერსია ვრცელდებოდა. მაშინ მოიაზრებოდა, რომ სიმღერამ ისე გაითქვა სახელი, რომ ის რამდენიმე ენაზე თარგმნეს.

მუსიკალური პორტალის, popmusic.ge-ს გუნდმა კი ძველი ჩანაწერების ძიებაში შემთხვევით აღმოაჩინა „თბილისოს" ინგლისური ვერსია, თუმცა მისი შინაარსი თბილისს საერთოდ არ ეხებოდა.  ჩანაწერის ორიგინალის ძიებაში კი გუნდმა აღმოაჩინა, რომ ავტორად არა რევაზ ლაღიძე, არამედ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, ჯერი სკოტი იყო მითითებული.

ჯერი სკოტი საქართველოშიც არის ნამყოფი და მისი ვიზიტი ქვეყანაში კარგად ახსოვთ. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მოისმინა მან სიმღერა თბილისზე და ინგლისურ ვერსიად აქცია.

სინგლად გამოცემული სიმღერის უკან "ბითლზის" ცნობილი პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი იდგა. 

დღის ამბები