08 დეკემბერი 2024,   06:48
ვრცლად
იმ ძალების გამარჯვებას არ აქვს შანსი, ვისაც სურს, რომ ქვეყანა ფუნდამენტური კურსიდან გადაიყვანოს სხვაგან - ბოკერია NDI-ის კვლევაზე

NDI-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება გაუარესდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობა გაუარესდა. თუმცა ბოკერიას აზრით, დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებას სურს, ქვეყანაში იყოს ძლიერი ინსტიტუტები.

ბოკერია ხაზს უსვამს განსაკუთრებით კვლევის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია ევროკავშირსა და ნატოზე. ამ მიმართულებით მოსახლეობას მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს.

„ჩვენი მმართველი გუნდის ძალიან საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში იმ ძალების გამარჯვებას არ აქვს შანსი, ვისაც სურს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ფუნდამენტური კურსიდან გადაიყვანოს სხვაგან. ოღონდ ამან არ უნდა მოგვცეს განცდა, რაღაც ცრუ თავდაჯერებულობის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები