დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია სკანდალური საქმის დროულ და ამომწურავ გამოძიებასს ითხოვს.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ასეთი შეტევების სამიზნე, ძირითადად, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალები არიან.
„ფაქტია, რომ პირადი ცხოვრებით შანტაჟი გახდა სისტემური პრობლემა საქართველოში და პერიოდულად იგი გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკურად თუ სხვა სახით აქტიური პირების მიმართ. ნამდვილად არ იყო ეფექტიანი ჩატარებული გამოძიებები, რომელიც დაიწყო 2016 წელს მსგავსი კადრების გავრცელების შემდგომ. ჩვენ დღემდე არ ვიცით, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია, იდენტიფიცირებული არიან თუ არა ის პირები, რომლებმაც შექმნეს ეს ვიდეომასალები და გაავრცელეს. ასევე ვფიქრობ, რომ პერიოდულად მათ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ვინ იქნა მიცემული პასუხისგებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიჩნდება განცდა, რომ საზოგადოებაში არსებობს დაუსჯელობის სინდრომი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.