28 ივნისი 2024,   01:00
ვრცლად
ბოლტონი ბახტაძეს ვენესუელას პრეზიდენტად გუაიდოს აღიარებისთვის მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის.

ჯონ ბოლტონი პრემიერ ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა და ამის შესახებ მან "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაღრმავება, " - წერს ბოლტონი.

საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად 24 იანვარს აღიარა.

დღის ამბები