2006 წელს რუსეთიდან მასობრივად დეპორტირებული ქართველების კომპენსაციის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ხვალ გამოაცხადებს.
საქართველომ რუსეთს ეს საქმე 2014 წელს უკვე მოუგო. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ხვალინდელ გადაწყვეტილებას 1 795 ქართველი ელოდება. კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება, გადაწყვეტილების აღსრულება კი, სასამართლოს მონიტორინგის ქვეშ მოხდება.
„ჩვენ გვაქვს რწმენა და მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც მოელის ქართული საზოგადოება,"- აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.