19 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა, არჩილ ტატუნაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ვიტალი საფაროვის საქმეები - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ წარდგენილ ანგარიშში მთავარი საკითხები ხორავას ქუჩის მკვლელობის, არჩილ ტატუნაშვილის წამებით სიკვდილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის საქმეებს ეხება.

ანგარიში სისტემურ პრობლემებზე და უფლებების არასათანადო დაცვაზე მიუთითებს. დოკუმენტის თანახმად, გამოწვევად რჩება ფემიციდის და შშმ პირების უფლებების არასათანადოდ დაცვის საკითხიც. უთანასწორობა ვლინდება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ.

ანგარიშში ყურადღება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  არასამთავრობო სექტორის მიმართ დამოკიდებულებაზეა გამახვილებული. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის მიერ გასულ წელს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც, უფლებადამცველების შეფასებით, მიზნად ამ ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავდა.

დღის ამბები