პანკისის მოსახლეობა პოლიციას ტერორში ადანაშაულებს. EMC-ის დასკვნით, საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოიყენა.
გახარიას უწყება ემუქრება ყველას, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ პოლიციის განყოფილებაში იბარებენ.
ადგილობრივების მტკიცებით, ხეობაში ადგილობრივების პოლიციაში დაბარებამ და უკანონო დაკითხვამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
პანკისის უხუცესთა საბჭოს რამდენიმე წევრს ახმეტის პოლიციის უფროსის დავალებით მიაკითხეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი უხუცესი, კაკო გუნაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ წაიყვანეს განყოფილებაში.
მისი თქმით, სხვა თანასოფლელებთან ერთად ის ჯერ ახმეტის პოლიციაში, შემდეგ კი სამხარეო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
მისი თქმით, ზეწოლა მიმდინარეობდა, რადგან უხუცესების თქმით, სამართალდამცავები მათგან ითხოვდნენ, რომ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები დაერწმუნებინათ და პროტესტის გამოხატვისგან თავი შეეკავებინათ.
„მე ვუთხარი, იქაც ვთქვი მეთქი, რომ თუ ჩემი ხალხი წინააღმდეგია, წინააღმდეგი ვარ და აქაც ვამბობ მეთქი წინააღმდეგი ვარ... მგონი სამმართველოს უფროსი იყო... ნათესავის ეზოში შევედი და იქ მოვიდნენ ბავშვები, რომ პატრული გეძებსო, ორნი კიდევ ჯოყოლოდან აიყვანეს, რომ მივედით იქ კიდევ ახმეტის პოლიციის უფროსი დაგვხვდა,“ - განაცხადა ადგილობრივმა.
სოფელ ჯოყოლოს რწმუნებული ადასტურებს, რომ პოლიცია ჰესებთან დაკავშირებით უხუცესებზე ზეწოლას ახდენს. ჯოყოლოს რწმუნებული ამბობს, რომ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად რეაგირება არ მოუხდენია, რადგან არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში.
პანკისელებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, პოლიცია ემუქრება. მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა ჰესების მშენებლობის საკითხი სახალხო კრებაზე განიხილეს, რამდენიმე უხუცესი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს და მათ ამ საქმეში მხარდაჭერა მოსთხოვეს.
საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე, ადგილობრივებისა და აქტივისტების პოლიციაში დაბარებამ და უკანონოდ დაკითხვამ სისტემატიური ხასიათი მიიღო.