17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს 

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს - საკადრო ცვლილების შესახებ განცხადება ქადაგიძემ სოციალური ქსელით თავად გაავრცელა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცვლილებებისადმი შიშსა და ძირეული სიახლეების მიუღებლობაში დაადანაშაულა.

ქადაგიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილსაც, სადაც ის უნივერისტეტში დროულ ცვლილებებს ითხოვს.

ქადაგიძის ბრალდებას ასევე სოციალურ ქსელში პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გიგა ზედანია ამტკიცებს, რომ გიორგი ქადაგიძემ უნივერსიტეტის სტრუქტურულ რეფორმებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა.

დღის ამბები